istoriuli soflebi  
  
 
 

buRaura
ყოფილი სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1989 წლიდან დაბა სურამის ერთ-ერთი უბანი. ბუღაურაში სასაფლაოზე დგას გვიანდელი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი წმინდა მარინეს ეკლესია.

geografia

მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას, მდინარე შუქღელის შესართავთან, ზღვის დონიდან 790 მ, ხაშურიდან 6 კმ, სურამის რკინიგზის სადგურიდან 2 კმ.

istoria

ბუღაურა, როგორც დასახლებულ პუნქტს არ ახსენებენ ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები. ის არ იხსენიება რუისის სამწყსოს დავთარშიც.

1886 წლის აღწერით, ბუღაურაში 20 კომლი მოსახლე იყო (52 კაცი და 47 ქალი, სულ 99 ადამიანი). ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით, მოსახლეობა სრულიად ქართული იყო. საბჭოთა პერიოდში შედიოდა სურამის სადაბო საბჭოში. განვითარებული იყო მემინდვრეობა, მეცხოველეობა, მევენახეობა, მეხილეობა. სოფელს ემსახურებოდა სოფელ იტრიის სკოლა. მოქმედებდა ბავშვთა სახლი. 1989 წელს შეუერთდა დაბა სურამს.


მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი